- შემოწირულობები
- საცხოვრებელის / მასპინძლობის შეთავაზება
- დასაქმების / სამსახურის შეთავაზება
- გინდა გახდე მოხალისე?
- უკრაინის საელჩო საქართველოში
- ინფორმაცია უკრაინელი ლტოლვილებისთვის
- ლტოლვილად ჩაბარების განაცხადი
- თავშესაფრის მაძიებელების იურიდიული დახმარება
- საცხოვრებლით უზრულველყოფა
შემოწირულობები
თუ გსურთ ვინმესთვის პერსონალურად უკრაინაში პირდაპირ ფულის გაგზავნა - Wise-მ (ყოფილი transferwise) გააუქმა ყველა ტრანზაქციის საკომისიო უკრაინაში გადარიცხვებზე. თუ თქვენ აირჩევთ სადებეტო ბარათს ანგარიშზე გადარიცხვის ნაცვლად, მაშინ ფული ჩავა 30 წუთში https://wise.com/gb/blog/update-ukraine
სხვა მიზნობრივი შემოწირულობების შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე https://supportukrainenow.org/f94f63f7f808480eaa1be3932a3af419
საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშების რეკვიზიტები
- GEL - ლარი
მიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი", გაგარინის ქ. 29ა, თბილისი, 0160, საქართველო, ტელ: (+995 32) 2 444 444, ელ. ფოსტა: [email protected]
მიმღების დასახელება : უკრაინის საელჩო საქართველოში
ბანკის კოდი: BAGAGE22;
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE55BG0000000533509811
- US DOLLAR - აშშ დოლარი
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33
Account With Institution: Bank of Georgia, 29a Gagarin street, Tbilisi 0160, Georgia, Tel: (+995 32) 2 444 444, E-Mail: [email protected]
Beneficiary: THE EMBASSY OF UKRAINE IN GEORGIA
SWIFT: BAGAGE22;
Account: GE55BG0000000533509811
- EURO - ევრო
Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF
Account With Institution: Bank of Georgia, ; 29a Gagarin street, Tbilisi 0160, Georgia, Tel: (+995 32) 2 444 444, E-Mail: [email protected]
Beneficiary: THE EMBASSY OF UKRAINE IN GEORGIA
SWIFT: BAGAGE22
Account: GE55BG0000000533509811
ჰუმანიტარული დახმარება
საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადება: კომპანია ოკი ფოსტამ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ერთად გადაწყვიტა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით დახმარების გაწევა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჰუმანიტარული დახმარება მოიტანოს ოკი ფოსტას ოფისში მისამართზე:
- თბილისი, საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზ. N19ბ.
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-16:00.
ცხელი ხაზის ნომერი: 557 85 77 88
https://www.facebook.com/okipost
შეგროვებული ნივთები გაიგზავნება უკრაინაში. თქვენი მხრიდან საჭიროა თქვენი პირადობა/პასპორტი და გზავნილის ზუსტი აღწერილობა.
„საქართველოს ფოსტა“, უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.
ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით.
სხვა პუნქტები
საქართველოს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ქალაქში თუ იმყოფები, შეგიძლია უკრაინელებს დაეხმარო, თუ კი ქვემოთ ჩამოთვლილი ლოკაციებიდან ერთ-ერთში შეძლებ პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას. ეს შეიძლება იყოს ჰუმანიტარული დანიშნულების ყველაზე საჭირო საკვები, სამედიცინო და თავდაცვის საშუალებები, რომელიც უკრაინელებს ომში გამოადგებათ.
გთხოვთ მოიტანოთ ის ნივთები/პროდუქტები, რაც ამ ჩამონათვალშია მითითებული:
- სამედიცინო საშუალებები (სიცხის დამწევი, ჰემოსტატიკური, ანტიჰისტამინური, ტკივილგამაყუჩებლები, სხვადასხვა ზომის პლასტირები, სპირტი, ჟანგბადის ზეჟანგი, ბამბა, ანტიბიოტიკები);
- ტანსაცმელი/ფეხსაცმელი (ბავშვის და უფროსის, არ არის აუცილებელი ახალი იყოს, მაგრამ უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში);
- თავდაცვის საშუალებები (ჩაფხუტები, სამუხლეები, დამცავი სათვალეები, ხელთათმანები, ფანრები, დამცავი ჯავშანჟილეტები);
- ჰიგიენის საშუალებები (საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, ქაღალდის ხელსახოცები, ბავშვის საფენები, პამპერსი, ქალის ჰიგიენური საშუალებები).
შეგიძლიათ ნივთები უბრალოდ მოიტანოთ, არაა აუცილებელი, იყოს შეფუთული ან დახარისხებული, მაგრამ გთხოვთ აუცილებლად მოაყოლოთ ყუთები, რათა მოხალისეებმა თქვენს მიერ მოტანილი ნივთების დასაწყობება შეძლონ.
პირველადი საჭიროების ნივთების მიტანა შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი (სია რეგულარულად ახლდება. განახლებული სიის ნახვა შესაძლებელია საქართველოში უკრაინის საელჩოს ფეისბუკ გვერდზე):
თბილისი
- ტაბიძის ქუჩა, 9: 11:00 საათიდან – 20:00 საათამდე
საკონტაქტო პირი: 599003347, მარია
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/MAYADTyJspPYf6z9A
- ათონელის ქუჩა, 29 (რადიოკაფე): 12:00 საათიდან – 00:00საათამდე
საკონტაქტო პირი: 579091355, სერგეი
ლოკაცია Google Maps-ზე: https://g.page/radiocafegeorgia?share
- ქეთევან წამებულის გაზირი, 64 (გამზირი 64): 10:00 საათიდან – 20:00საათამდე
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/uNHvn7rMvyFfpBok8
- ილია ჭავჭავაძის გამზირი, 27/29: 10:00 საათიდან – 19:00საათამდე
საკონტაქტო პირი: 557408088, თამარა
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/C4yJXVTWSWoQZHtr5
- ეროვნულ ბიბლიოთეკა (გუდიაშვილის ქ. 7) 4 მარტიდან.
+995 32 297 16 02
https://www.facebook.com/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA/
ბათუმი
- ფარნავაზ მეფის ქუჩა, 46
საკონტაქტო პირი: +995 514 34 00 43
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/tsFtHZWBxHhDhApf8
- კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა 6 (რესტორანი adjika_batumi)
საკონტაქტო პირი: +995 595 091631
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/PJdF7rQqqcyqW6K69
- ფარნავაზ მეფის ქუჩა, 92/94 (ბათუმის ცეკვის ცენტრი)
საკონტაქტო პირი: +995 557 290297
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/E6tnywn4YfgM53ok8
- ფარნავაზ მეფის ქუჩა, 158 / ლერმონტოვის ქუჩა. 21 (კაფე ქარხანა 1993)
საკონტაქტო პირი: +995 597 165253
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/VGjCYFLLjcssQgjq5
- ზურაბ გორგილაძის ქუჩა, 88 (ბათუმი მოლი)
კაფე Lavazza (1-ლი სართული)
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/fLiQqvjHrBmkXvjx7
- ვახტანგ გორგასალის ქუჩა, 54
საკონტაქტო პირის ნომერი +995 568 929292
ლოკაცია Google Maps-ზე: https://goo.gl/maps/HKHEUyMtBLimNbkW6
- ბარი Esco
@esco.bar.batumi
მემედ აბაშიძის პროსპექტი, 9
საკონტაქტო პირის ნომერი +995 595 07 80 01
ლოკაცია Google Maps-ზე: https://tinyurl.com/56a4pnra
- Batumi Coworking
@coworkingbatumi
ვახტანგ გორგასლის ქუჩა, 153
საკონტაქტო პირის ნომერი +995 555 22 24 22
ლოკაცია Google Maps-ზე: https://tinyurl.com/5b2xjwpx
ქუთაისი
- სერგო კლდიაშვილის ქუჩა, 34: 10:00 საათიდან – 20:00 საათამდე.
საკონტაქტო პირი :
+995 557758031, მარია
+995 555445149, თომა
ლოკაცია Google Maps-ზე : https://goo.gl/maps/b7FatKWbiBuNc8Rb6
საცხოვრებელის / მასპინძლობის შეთავაზება
კერძო განცხადებები პირდაპირ მასპინძლებისგან. მათ, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, უკრაინელ ლტოლვილებს ბინა, ოთახი ან სხვა საცხოვრებელი ფართი შეთავაზოთ, ეს შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით. საიტი შეიქმნა მიზნობრივად, უკრაინელების დასახმარებლად, გლობალურად და მოიცავს საქართველოსაც. დაიშვება მხოლოდ უფასო შეთავაზებები, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელები უსასყიდლოდ უნდა დაბინავდნენ.
დასაქმების / სამსახურის შეთავაზება
ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან, დაასაქმონ უკრაინელი ლტოლვილები ან საქართველოში ომის გამო ჩარჩენილი ტურისტები, ვთხოვთ შეგვეხმიანონ და მათ საკონტაქტო ინფორმაციას აქ განვათავსებთ.
გინდა გახდე მოხალისე?
საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადება
პატივცემულო მოქალაქეებო!
უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ივნისის № 248 ბრძანებულებით დამტკიცებული, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თანახმად, უცხოელებს უფლება აქვთ კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე +995 32 231 14 54 ან გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე [email protected]. შეტყობინების სათაურში მიუთითეთ "უცხოური ლეგიონი".
უკრაინის საელჩო საქართველოში
ჭავჭავაძის პროსპექტი 76, თბილისი
https://www.facebook.com/profile.php?id=100068681860471
ინფორმაცია უკრაინელი ლტოლვილებისთვის
როგორ შეიძლება საქართველოში ჩამოსვლა
ორმხრივი შეთანხმების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა უვიზოდ, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. პასპორტის ქონა სავალდებულო არ არის.
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არ ქონის შემთხვევაში, ცალსახა რეგულაცია, როგორც ჩანს, არ არის. ყველა ევროპულ ქვეყანას და ავიახაზს თავისი შიდა რეგულაციები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უსაბუთო უკრაინელების ბორტზე მისაღებად და/ან საზღვარზე გატარების შემთხვევაში. გთხოვთ ეს გაარკვიოთ ადგილზე გამოფრენამდე. ამისთვის იხილეთ ამ საიტის სექცია შესამაბისი ლოკაციის მიხედვით.
შექმნილი მდგომარებიდან გამოდინარე, ლტოლვილები უკრაინას ტოვებენ დასავლეთის მიმართულებით და მიემართებიდან ევროპის ქვეყნებში. ევროპის ქვეყნებიდან მათი საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია WizzAir მიერ შემოთავაზებული უფასო ფრენების საშუალებით ან სხვა კომერციული რეისებით.
WizzAir სთავაზობს 100 000 უფასო ავიაბილეთს უკრაინელ ლტოლვილებს დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. ფრენა უფასოა უკრაინული საიდიენტიფიკაციო ბარათის წარდგენის შემთხვევაში. საიდენტიფიკაციო ბარათის არ ქონის შემთხვევაში ბილეთი ფასიანია. შემოთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად გადადი ბმულზე https://wizzair.com/?utm_source=homepage&utm_medium=hero-banner&utm_campaign=UKRAINIAN-REFUGEE-CAMPAIGN#/rescue
საქართველოში საერთაშორისო რეისების მიღება სრულდება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში. საქართველოს მიმართულებით განხორციელებული საფრენი მიმართულებებისა და რეისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შესაბამისი აეროპორტის საიტებზე:
თბილისი https://www.tbilisiairport.com/ka-GE/flights-ge/page/airport-route-map-ge
ქუთაისი https://avia.ge/wizz-air-flights-from-kutaisi-2021/
ბათუმი https://batumiairport.com/ka-GE/passenger-ge/flights-ge/page/airport-route-map-ge
ლტოლვილად ჩაბარების განაცხადი
საზღვრის გადმოკვეთისას ლტოლვილმა უნდა განაცხადოს სურვილი ლტოლვილად ჩაბარების შესახებ დადაიწყოს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიღებისათვის საჭირო შესაბამისი პროცედურა. მეტი ინფორმაცია ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოცემულია “იმიგრაციის გზამკვლევში” (იხილე გვ 36) https://police.ge/ge/ministry/structure-and-offices/migratsia?sub=8373
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცხელი ხაზია : 598 080 097
თავშესაფრის მაძიებელების იურიდიული დახმარება
საქართველოში მყოფი თავშესაფრის მაძიებელების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა იურიდიული დახმარებას და ადვოკატირებას უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაერო-ს ასოციაცია. პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ თავშესაფრის, გაძევებისა და ნატურალიზაციის საკითხების შესახებ უფასო და კვალიფიციური იურიდიული მომსახურება. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სტრატეგიული სამართალწარმოება როგორც ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://una.ge/page/95/eng
საცხოვრებლით უზრულველყოფა
უკრაინელი ტურისტები
ომის დაწყების მომენტში საქართველოში ვიზიტით უკვე მყოფი უკრაინელები უკვე არიან დაბინავებული.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინელ ტურისტებს კერძო სექტორის მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა. დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს.
უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი: 0 800 800 909
LAG Upper Svaneti - ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი
ზემო სვანეთის LAG-ი მზად არის უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ორგანიზაციის მოხალისეების ჩართულობით.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება, ზემო სვანეთში მცხოვრები კეთილი ადამიანები სთავაზობენ სხვადასხვა ფორმით დახმარებას, მაგალითად, მასპინძლობას სახლებში/სასტუმროებში და ა. შ.
- მესტია, კახიანის 51ა
+995 599 80 62 85
https://www.facebook.com/LAGMestia/
სხვა დამატებითი ინფორმაცია
- სპეციალურად შექმნილ ამ საიტზე შეგიძლიათ პირდაპირ ინტერაქტიულ რუკაზე მონახოთ თქვენთვის საჭირო დაწესებულებები (რესტორნები, კაფეები, ბინები/სასტუმროები, სამედიცინო/ფარმაცევტული/ფსიქოლოგიური დახმარება, ლეგალური და კრიზისული დახმარების ცენტრები), რომლებსაც უკრაინელებზე ორიენტირებული ბიზნესი ან სპეციალური შეთავაზებები გააჩნიათ