🇬🇪

როგორ დავეხმაროთ უკრაინას საქართველოდან

Მხარდაჭერა Სოციალურ მედიაში

  • გააზიარე უკრაინელების მოთხოვნები:
  • 1. Protect Ukrainian airspace #CloseTheSky

    2. Provide ammunition and weapons supplies to Ukraine #ArmUkraine

    3. Arrest assets of all Russian oligarchs and their family members #BanRussianOligarchs

  • გადმოწერე უფრო ვრცელი პოსტი აქედან და გააზიარე.
  • სოციალურ მედიაში (Twitter, Facebook, Instagram) მიმართეთ საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, ოპოზიციის წარმომადგენლებს (მათი მონიშვნის მეშვეობით @....), რომ მიიღონ ზომები უკრაინის დასახმარებლად სხვადასხვა ფორმით.
  • Მოითხოვე ხელისუფლებისგან საქართველოში რუსული და პრო-რუსული პროპაგანდისტული არხების და ორგანიზაციების აკრძალვა: სპუტნიკ საქართველო (Sputnik Georgia, Спутник Грузия), ობიექტივი ტვ, ალტ-ინფო და ა.შ.
  • იყავი ინფორმირებული ოლიგარქების, კლეპტოკრატების და აგრესორთა მხარდამჭერების საქმიანობაზე. Წაიკითხე და გააზიარე: https://putinwallets.org/
  • Მოიკითხეთ უკრაინელი მეგობრები . დაუდექით მხარში. Მორალური გამხნევება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარმა და მოსახლეობამ შემართება არ დაკარგონ.
☎️
უკრაინაში უფასოდ დარეკვა შესაძლებელია ბილაინიდან და სილქნეტიდან სილქნეტიდან დასარეკად აკრიფე: - მობილურიდან +380 ან 00 380 - ფიქსირებული ქსელიდან 00 380 ან 1016 00 380
  • Მოაწყე ომის საწინააღმდეგო გამოსვლები შენს ქალაქში დაფიქსირდი და გამოიყენე შენი სიტყვის თავისუფლება. დაარეგისტრირე ღონისძიება: https://www.stopputin.net/
🫂
გაატარეთ დრო ახლობლებთან ერთად და შეეცადეთ დასივენოთ და გადაერთოთ ნეგატიური ემოციებისაგან, ახლა ყველას გვჭრდება თანადგომა. დაურეკეთ მეგობრებს, გაისეირნეთ გარეთ. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტებს. საკონსულტაციო ცენტრები: დიალოგი, ლეო ინსტიტუტი სთავაზობენ სესიებს ქართველი მოქალაქეეებისათვისაც.

გაეცანი და გაავრცელე Სანდო ახალ ამბები

  • არ გააძლიერო პუტინის ტყუილები და არ აყვე მის დეზინფორმაციას. არ “დააბინძურო” უკრაინის მხარდამჭერი კამპანია და მესიჯები, რუსოფობიული მესიჯებით. ამით შენ მხოლოდ დაეხმარები პუტინს და მის რეჟიმს, რომელიც ცდილობს ეს ომი, ეთნო წმენდას და ნაციონალიზმს დააბრალოს.
  • მიიღე სწორი ინფორმაცია და არ იყო პროპაგანდისტული მესიჯების გამავრცელებელი, ინფორმაცია მიიღე სანდო წყაროებიდან:

უკრაინული ონლაინ მედია:

The Kyiv Independent: https://kyivindependent.com/

Svidomi ENG: https://www.instagram.com/svidomi_eng

ტელეგრამ არხები:

https://t.me/s/nexta_live

https://t.meNEXTA Live – Telegram/netgazeti

https://telegram.me/currenttime

ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა

საქართველოს ფოსტა

უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით. ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით. ოფისების რუკა: Georgian Post: სერვის ცენტრები (gpost.ge)

ჰუმანიტარული დახმარებას ასევე აგროვებენ შემდეგი ორგანიზაციები. წინასწარ შეამოწმეთ მათი ფეისბუქ გვერდები, რომ გაიგოთ კონკრეტულად რა ნივთებია საჭირო:

  • „დემოკრატიის მცველები“ - თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი 39ბ, მე-4 სართული. საკონტაქტო ნომერი: 579075307;

დემოკრატიის მცველები • Democracy Defenders - Posts | Facebook

  • „სირცხვილია“ - თბილისი, ალ.ჭავჭავაძის 8; საკონტაქტო ნომერი: 574700740;

(1) სირცხვილია • Shame Movement | Facebook

ინდივიდუალურ დონეზე, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გზები:

უკრაინის მოქალაქეები და ტურისტები ომის გამო ვერ ბრუნდებიან უკრიანაში, შესბამისად, მათ სჭირდებათ განთავსება, კვება და ზოგადი მხარდაჭერა.

  • საქართველოში უკრაინელების დასახმარებლად მოქმედებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 24/7 ცხელი ხაზი: 0 800 800 909 და სოც. ქსელის ბმული: https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration
  • უკრაინული საიტი თავშესაფრის ძიებისთვის Shelter - shelter your own (prykhystok.in.ua) - დევნილებისთვის შექმნილი საიტი უკრაინულ ენაზე, სადაც ამჟამად დევნილები ეძებენ დასარჩენ ადგილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საიტი არის მხოლოდ უკრაინულად, გამოიყენეთ ბრაუზერის თარგმანი.
  • Facebook ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინელების სხვადახვა თხოვნის შესახებ. გაწევრიანდი ჯგუფში და აღმოუჩინე დასმარება: https://www.facebook.com/groups/486924415377486
  • ფონდი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად: ასევე აგროვებს ინფორმაციას მხარდამჭერ ინიციატივებზე (ბინა, კვება და ა.შ.) https://www.facebook.com/groups/633734354358715/
  • Stronger Together - დახმარების პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ დატოვოთ მესიჯი

იმოქმედე სანქციების მხარდასაჭერად

  • არ იყიდო რუსული პროდუქცია #BoycottRussianGoods Მაქსიმალურად უთხარი უარი პროდუქტებს და სერვისებს, რომელიც აძლიერებს რუსულ ეკონომიკას და აფინანსებს ომს.
🚫
რუსული კომაპანიები: ლუკოილი, Yandex Taxi, მაგნიტი, VTB ბანკი, ბილაინი, სოფლის ნობათი, ფულადი გზავნილების სისტემა Золотая Корона, Maxim Taxi, რესტორანი “ორბი გინზა”. Პროდუქციის ყიდვისას დააკვირდით შტრიხკოდს, არ შეიძინოთ თუ ის მთავრდება 460, 461, 462, 464, 466, 467, 468 და 469. Ქართული პროდუქციის კოდი: 486, უკრაინულის 482)
  • #STOPRUSSIA - დააყენე აპლიკაცია შტრიხ-კოდის დასასკანერებლად, რომ გაიგო  სადაურია პროდუქცია.
  • Elvis • ელვისი | Facebook - ელვისის გამოძახების სერვისის სარგებლობისას, ადვილად ნახავთ, რა პროდუქციაა რუსული.

ვაუჩერები და შეთავაზებები

თუ მასპინძლობთ უკრაინელ მეგობრებს ან თუ მოგმართეს თხოვნით, ქვემოთ მოცემულია მოქმედი შეთავაზებები სხვადასხვა სერვისებზე.

ჯანდაცვა

  • GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელის 100-ლარიანი ვაუჩერები

თითოეული უკრაინელი მოქალაქე მიიღებს სააფთიაქო ჰუმანიტარულ 100 ლარიან ვაუჩერს ფარმადეპოს ან ჯპს-ს სააფთიაქო ქსელისგან. ვაუჩერის მისაღებად საჭიროა მხოლოდ წარადგინოთ თქვენი პასპორტი.

  • უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან - დიალოგი

მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთ ბიძგს გვაძლევს, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ უსასყიდლოდ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში არიან და ვერ ჩამოდიან ან უკრაინელებს, რომლებიც საქართველოში არიან და მძიმე გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, სჭირდება ფსიქოლოგის/ქოუჩის კონსულტაცია, დახმარება.

ერთად მივაწვდინოთ ხმა თითოეულ ადამიანს, გაუზიარეთ მეგობრებს, ახლობლებს, ჩასაწერად კი დაგვიკავშირდით: 0322500288

  • უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან - ჰარტი

უკრაინელ მოქალაქეებს, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჰარტი / Hart | Facebook Mobile: 599 55 00 05

  • ევექსის კლინიკები - უფასო მომსახურება

უკრაინელებო, ჩვენ შევძლებთ საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად გაგიწიოთ ექიმის კონსულტაცია და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისებით მომსახურება, სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში

ჩვენი ექიმები თქვენს გვერდით არიან

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებს ვესაუბროთ მათ ენაზე, ამისთვის ჩვენი ქოლცენტრი და ვებ-გვერდი უკრაინულად იმუშავებს.

საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს 2 მარტიდან, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქოლცენტრში:

032 2 550505, სადაც გაგესაუბრებათ ოპერატორი უკრაინულ ენაზე, ასევე ჩვენი ვებ-გვერდი

https://evexclinics.ge/ka/

გადაეწყობა უკრაინულ ენაზე, სადაც იქნება განთავსებული დეტალური ინსტრუქცია აღნიშნულ მხარდაჭერის გამოყენებაზე.თქვენს გვერდით ვართ!

https://evexclinics.ge/.../eveqsi-klinikebis.../244

  • პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო, მოუწიათ საქართველოში დარჩენა, საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ!

დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 032 2 24 44 55

მისამართი: თბილისი, გორგასლის #93

  • გადაუდებელი სტომატოლოგია DENS

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი DENS • დენსი საჭიროების შემთხვევაში უკრაინელებს უფასოდ მოემსახურება. სერვისის სარგებლობისთვის აუცილებელია წარმოადგინოთ პასპორტი.

Tbilisi: 0322 599 599; 0322 221 199.

Rustavi: 0341 25 57 55, 0341 28 54 55;

Gardabani: 0372 22 30 08

გადაუდებელი სტომატოლოგია DENTON

უკრაინული პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ მიმართონ კლინიკას უფასოდ

Dentoni-დენტონი სტომატოლოგიური კლინიკა | Facebook

Tbilisi, Tel: 598 12 73 76

უფასო პისიარ ტესტი უკრაინაში გასამგზავრებლად - Center of Molecular Diagnostics

Tbilisi, Lubliana St. N11, 0322 36 95 20; 599 369520

სასტუმროები და ბინები

საირმე - Sairme Hotels & Resorts

საირმე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც საომარი მდგომარეობის გამო ეძებენ დროებით თავშესაფარს, სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ ჩვენს სასტუმროებში განთავსებას.

Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე | Facebook

რესტორნები და კვების ობიექტები, რომლებიც უფასოდ ემსახურებიან უკრაინელებს:

Veraze • ვერაზე | Facebook

Brotplatz • ბროტპლატცი | Facebook

PIPES burger joint at Fabrika • პაიპს ბურგერ ჯოინტი ფაბრიკაში | Facebook

სხვადასხვა

  • ფულადი გზავნილები უკრაინაში - ინტელიექსპრესი

ქართულმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესმა ფულადი გზავნილების უკრაინაში გადარიცხვისას საკომისიო გააუქმა. საკომისიოს გარეშე გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგი 6 ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი, თურქეთი და საქართველო!

ფულადი გზავნილის მიღება შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე, ბარათზე ან ნაღდი ანგარიშსწორებით უკრაინულ ბანკში.

+380443557221

WhatsApp: +995 322 492525

  • საბავშვო ბაღი

Kindergarten Okrokhana offers Ukrainian families with kids places in their pre-school program.  Address: Tbilisi, Okrokhana. Cell: 577556605